პოეზია · ლირიკა
* * * ისე მიყურებს ბითური
ისე მიყურებს ბითური,თითქოს არ იყოს ბითური,სდუმს და შენდება დუმილისკედელი მონოლითური.ისე მიყურებს ბითური,თითქოს მე ვიყო ბითური,თვალს არ მაშორებს, მზერა აქვსცივი და გამოფიტული.მიყურებს, ისე მიყურებს,როგორც ფიტული ფიტულებს,მიშველეთ! გადამდებია:თანდატან გამაბითურებს.
1991