↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც აჩრდილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
როგორც აჩრდილნი - დაღალულნი დავდივართ ქვეყნადდა არემარე, თვით ცის სივრცე მოსილა ბნელით.ცისა დასავალს გავცქერივართ... უკანასკნელადდღე იქ გაგვიქრა და ახალ დღეს კი აღარ ველით...ვის შეუძლია, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი,ან ჰაეროვან პეპლების გუნდს ვინ შეაჩერებს?წუთი, რომელსაც სიხარულის ნაყოფი ჰქვია,თავიანთ ფრთებქვეშ ბედნიერად ვის დააბერებს?ახალგაზრდაა მეტისმეტად კაცთა იმედიდა მოხუცია საიმისოდ ეგ ჩვენი გული.ოჰ, იყვეს აგრე... ბედი სწერდა ალბათ ამ სტრიქონს,ბედი, უმიზნო ჩვენი ყოფით განდიდებული.და თუ წამება გაჩენილა კაცთ ჯოჯოხეთად,მე მსურს ეს ხვედრი, სევდიანი, თან წავიყოლო;ვიცი, ბოლო აქვს ქვეყანაზე ყოველგვარ სახეს,მაგრამ წამებას, ჩემს წამებას კი არ აქვს ბოლო;მე ვეძებ მასში თავისებურ ბედნიერებას,იგი სავსეა ძლიერებით, ვით ცეცხლის ქურა...რომ კვლავ შეეძლოს განმიახლოს ძლევის სიმღერა,რაც სინამდვილემ წამართვა და გამინადგურა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი