↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც კი დილა გათენდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,მთელი დღე ყველა ხევებში ისმის,რომ თქვენ მინდვრებში მიეშურებით -რომ უმანკოა თქვენი კისკისი.მწარე სიცხისგან დაგიფარავთ ქუდი ჭილოფის,სამოსი რაა? უბრალო ჩვარი!არ გეშინიათ არც ეკლების, არც დაღლილობის,უფრო კარგი დღე ქვეყნად არ არის.თქვენ, ახალგაზრდა გატაცების უმანკო თასინაზ და ცბიერი სიტყვების მახეს,ამ ჭრილობისგან ყველამ იცის სიცოცხლის ფასი...შეხედეთ თვალებს, შეხედეთ სახეს,ამაო არის უსულგულო ზრუნვა და შრომა -აი დღეებს რა აიადონებს.ტყეთა კაბების ყვავილოვან ნაოჭთა კრთომა,რითაც არ რთავენ თვითონ მადონებს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი