↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჟამსა სევდისას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჟამსა სევდისას, მარტოობის ჟამსა მწუხარეს,ოდეს არსაით თანაგრძნობის ხმა არ მომესმის,მე კვლავ ვოცნებობ ლაურაზე, იმ ლაურაზე,რომელმაც ასე გააშუქა სიცოცხლე მგოსნის.ვითარ სათუთად გულში ვზრდიდი მე იმის სახეს,თავს ვევლებოდი ალს, ოცნებას, როგორც ფარვანა,იმ დროს, პეტრარკას როს სონეტებს ვიზეპირებდი -ჩემთვის ლაურა იყო შორი, უცხო ქვეყანა.მე არ მინახავს შთაგონება მსგავსი ჩვენს დროშიდა ვერცა ვნახავ ვერასოდეს ლაურას სახეს.ადამიანი უალერსოდ სულს დალევს ბრბოში,ისე მოკვდება უსაყვარლეს თვის სამშობლოში,ისე დაუგებს მას სიკვდილი აუცლელ მახეს,რომ ვერ იხილავს ვერასოდეს ლაურას სახეს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი