↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჟენევის პირად მდგარო ტირიფო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ჟენევის პირად მდგარო ტირიფო,გარს რომ გეხვევატალღათა ქაფი,ორიღა ფესვი ძლივასღა გიჭერს,ძლივსღა გიმაგრებსეს ორი ძაფი.როს ნიაღვარი დაიქუხებდა,გეგონებოდა:მოვკვდი, მწარეა!მაგრამ გრიგალი გადაივლიდა,შენ კი რჩებოდი...საოცარია!ახლა ზეფირსაც კი ვერ გაუძლებ,თუმცა ქარიშხალსწინად გაუძელ.მოსწყდა ფესვები, მდინარეს გაჰყვადრო უსასოოდა უსაფუძვლო.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი