↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მე ვწერდი... ამ დროს სევდიანიშუაღამის ჩრდილივარსკვლავთა გუნდში ხან იქ, ხან აქდასრიალობდა.ქარი ხან სტვენდა, ხან სტიროდაგულამოსკვნილი,ხან გამოუთქმელ სივაგლახითჰკვნესდა... წვალობდა.გული უსმენდა მას, ამ ქვითინსგამოურკვეველსდა ოცნებობდა აუხდენელფიქრ-მოგონებით;ქარი კი ისევ ედებოდაქვითინით ტყე-ველსდა მჭკნარ ყვავილებს იტაცებდამოსხლეტილ ფრთებით;თითქო იცოდა - ცარიელიიყო ქვეყანა,მისთვის არ იყო ამ სივრცეზეთავშესაფარი.მხოლოდ მე ვიყავ იმის მსგავსიდა იმისთანადა მოწყენილ ხმებს მიტომ კვნესდასარკმელთან ქარი.დასცხრი, გრიგალო! ყველაფერიროდი დავკარგეთ,რა ვუყოთ, გულში თუ სიამისჩურჩული მისწყდა?რად დაგავიწყდა წყნარი ლოცვაქალწულის ბაგეთ,და მოგონება დღეთა წარსულთრად დაგავიწყდა?
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი