↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე დავიბადე განთიადისას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მე დავიბადე განთიადისას,როცა მთის წვერზე დილა მაისისთვალებს ახელდა... და ნაზი იყოელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის...შემოდგომაზე, მახსოვს, ვიბრძოდი,ცხარედ ვიბრძოდი ყმაწვილურ ჟინით,მაგრამ დაცინვით მომიკლეს რწმენა,და ძირს დავემხვე კვნესა-ქვითინით.ვცხოვრობდი ზამთრის ყინვა-ქარბუქში,ხსოვნა არ იყო ჩემში ზაფხულისდა ნელა-ნელა მიჭკნობდა დღეებსსიცივე სულის, სიცივე გულის.დღეს კი, როდესაც შავი ბურუსიმისპობს და მიკლავს ოცნების კუთხეს,ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი იდუმალსდა ვლოცავ ყოფნის აღსასრულის დღეს.ბნელი ღამეა... მალე ინათებს...ჩქარა, სიკვდილო, ოჰ, გევედრები...გადმომივლინე ტკბილი ოცნება,გადამაფარე შავბნელი ფრთები!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი