პოეზია · ლირიკა
სი(მარტი)ვე
მარტიდან იწყება სიმარტივე,ზამთარში დატოვე ფილოსოფია,როგორც წაკითხული წიგნები,რომელსაც ეხლა უკან მოგაყრიანთვალებში, რომ დაწვან.მარტი, როგორც საკარნავალე ნიღაბი,მორგებული გაქვს _შეიპარე ზაფხულში,იცეკვე სოფლელ ვაშლებთან სამბა,კეთილშობილ გულაბებთან ფოქსტროტი,დაეჭყლიტე ვნებიან ყურძენს.მარტი მოსაწვევია, რომკიდევ ერთხელ დალიო ღვინობისთვედა გაბრუებული შეხვდექრისტეშობას.