↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამაო ცდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ამაოდ ცდილობ, რომ ჩემის სახისგულის სიღრმეში წაშალო კვალი,ის იქ იცოცხლებს, როგორც ტბის გულშიჰაეროვანი სახე ფერმკრთალი.ვერ განიშორებ ჟინიან წარსულს,მოგონებებში ვერ წაშლი მის კვალს,მუდამ აანთებს ის შენს თვალებშიბედნიერ დღეთა ცხოველ ნაპერწკალს.წადი, სადაც გსურს... შორს, მარტო მყოფი,როგორც დემონი მოუსვენარი,არ მოგასვენებს მისი დაღლილიდა გატაცებით მკვნესარე ქარი.და სახე მკრთალი, დაღონებულიმარადის თვალწინ დაგეხატება,ბევრჯერ იტირებ და იქვითინებ,ბევრჯერ წარსულზე გული დაგწყდება.მოკვდი, რას ნიშნავს? სამარეშიდაცთან ჩამოგყვება მწველი სიმღერა,რომ დაგიბრუნოს განსვენებაშისიცოცხლის სული და ვნების ძგერა.და როცა ცრემლი განშორებისატრფიალის სურვილს გაუცხოველებს,გიჟური ვნებით ზედ დააკვდებაორ გველს და ორ ლერწს - შენს დაღლილ ხელებს.სიმებს გააბამს ორთა გულს შუა,სიმღერას მოჰფენს ტყესა და ველებს,და ამ ჰანგებში თვით უკვდავებაშენს სურვილებსაც აამეტყველებს.და ფერფლი შენი მივიწყებულისამარის ჩრდილით გამოიხმობა,ასეთი არის ტრფობის სიმღერა,და ასეთია თვით იგი ტრფობა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი