↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიჩუმეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
სიჩუმეა...მხოლოდ წყნარად თუ ირხევა დაფნის ტოტი...მხოლოდ ნაძვი თუ ირხევა, თორემ ისე სდუმს წალკოტი...სიჩუმეა,ჩუმად, მშვიდად მირონინებს მთების სიო ფრთების რხევით,და კედრონის ნაკადული მას ბანს აძლევს ხმაშერევით.ჩუ, ფეხის ხმა!მოდის იგი, და მიწყნარდა ბაღ-ბუჩქნარი,და ლოცულობს აღელვებით, და ოფლი სდის, როგორც ღვარი.ჯვარცმის შემდეგ ის აღდგება, როგორც წრფელი ქადაგება,ეს წამება უშედეგოდ არ ჩაივლის, არ გაჰქრება!სიჩუმეა.არემარეს მოსავს შავი სიხალისე,მხოლოდ სიო თუ ირხევა, თორემ ისე... თორემ ისესიჩუმეა,სიჩუმეა...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი