↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლურჯა ცხენები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2010-08-121 წთ საკითხავი1 ნახვა

—
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერიელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,ცივ და მიუსაფარ მდუმარების გარეშე...
მდიმარების გარეშე და სიცივის თარეშში,სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხრეა!ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებითუსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებითჩემთან მოესვენებით ! ყველა აქ არიან !
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანებავით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარიაეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებითუსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები !
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი