↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლურჯი ხომალდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ხომალდი ლურჯი, დაღლილი სახითმოსული გუშინ, ისვენებს გვიან,ადევნებული მთვარის მაზარითანძების ტყეში ლანდები ჰქრიან.ხომალდი მიდის - როგორც ტაძარი,მაგრამ არ მიდის, ლანდნი მიდიან.დამშვიდდი, ზღვაო, იყავი წყნარად,გადაქცეულო ლილიან ქარად.და, ჰა, დაღალულ სულთა მკურნალიდაფნისის სული, კრთომა ქლოესი,უუძველესი ბაღის სურნელიჩემთვის მარადის უახლოესი.ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,ეშვება ბინდი ლილიან ფრთებით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი