↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერსად, ვერასდროს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ვმოგზაურობდი... მე მინახავს მუდმივი თოვლითშემოსუდრული კავკასიის ამაყი მთები,იმათ ალერსში მსურდა შენი გადავიწყება,მაგრამ აჩრდილო, წუთითაც კი არ მავიწყდები!თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდიდა შევაჯერე დარიალის ბილიკ-კორდები,განშორებითა მსურდა შენი გადავიწყება,მაგრამ შენს აჩრდილს, სიცოცხლეო, ვეღარ ვშორდები!...და ვმოგზაურობ... კიდით-კიდე, ზღვა და ხმელეთზემიჰქრის, მიტაცებს მწუხარების ამაო ფრთები,მაგრამ ვერასდროს ვერ გივიწყებ, და ისიც ვიცი,ვერსად, ვერასდროს, ვერც ერთი გზით ვეღარ შეგხვდები!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი