↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვანე ზოლი მთის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
მზე მოელვარე, ლაჟვარდი ცა, მწვანე ზოლი მთისდღის მოკამკამე მშვენებაში თრთის.გრილი ნიავი მწვანე ბუჩქებს, დაბურულ ბაღებს,ცისფერ ყვავილებს, მინდვრის ბალახებსსძრავს, აცახცახებს.
ნორჩთა მცენარეთ მსუბუქ ორთქლით, ყვავილთა სუნითშეზავებული სუნთქავს ეთერიდა გაზაფხულის პირველ სხივებს წყნარი ზუზუნითსდევს უთვალავი პეპელა-მწერი,შუქ-შუქად ადგას ყვავილთა მტვერი.
ქვებს და ბალახებს, სიმაღლიდან ჩამოწოლილ მზეს,ხეებს და ტყეებს, საოცნებოს, რასაც კი ხედავს,ხელის შეხება რისთვისაც ჯერ ვერ გაუბედავს -ადამიანს სურს, რომ თაყვანისცეს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი