↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვის პირად მდგარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ვნახე მგოსანი ზღვის პირად მდგარი...ტალღა ტალღაზე თრთოდა, დგებოდა,სტიქიის ბრძოლა დაუდეგარიმგოსნის თვალებში იხატებოდა.
გრგვინვა-ქუხილით ზღვის ზედაპირიეხეთქებოდა ნაპირთა კლდეებსდა ქაფი ზღვისა ისე წარმტაცადემწკრივებოდა ჭავლს და კიდეებს.
ვნახე და თვალწინ დამიდგა შორიჭაობში მყოფი ბრბო დაუმცხრალი,ზეგარდმონათლით მოსილ პოეტადვის არ ხედავდა იმისი თვალი.
მან ჯერ არ იცის, რომ ზღვის კიდეზედროს უცდის მგოსნის გული ნამდვილი,რომ თავის სიტყვით უკანასკნელითდასძრას, გაფანტოს ყოველი ჩრდილი.
მოვა... მქუხარე, მგზნებარე სიტყვითძალას აღუძრავს თავდახრილ მონებს...და დავიწყებულს, მაგრამ ნამდვილ ხმებსკვლავ გაახსენებს, კვლავ მოაგონებს...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი