↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვის ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
სალიუტი,სალიუტი,სალიუტი!აცნობეთ ქაოსს, აცნობეთ ყველას,რომ დაგვეჯახა ღელვა კვიმატი,რომ იძირება გემი „იმედი“და ვითხოვთ შველას.ზღვის უდაბნოში ვერც ერთ იალქანსვერ ხედავს თვალი,ცა არის ლურჯი და ლურჯი წყალი.სალიუტი,სალიუტი,სალიუტი!მეზღვაურებო!უშიშრად უნდა შევებათ სიკვდილს,ერთად, მეზღვაურებო!გრიგალმა დაწეწა ყველა აფრებიდა ჩაძირული ხომალდებიამოატივტივა.მივდივართ...ოდესმე დაღუპულიდრედნოუტები,კრეისერებიქარმა სიღრმიდან ამოისროლა.ზღვა აქანავებსხავსიან ფიცრებსდა დაშლილ ანძებს,ექსპედიცია ეშურებოდა,მამაცი კაპიტნის,დე-ლონგეს,დაკარგული კვალისსაპოვნელადდა ვპოვეთ გემთა ჩაძირულთაყრუ სასაფლაო.ერთად!უკანასკნელად მოვიგონებთსამშობლო მხარეს.მაგრამ სამშობლო არასოდესჩვენ არ გვქონია,ჩვენი სამშობლოოკეანეა.ჩვენი სამშობლო„იმედია“,ჩვენ მასთან ერთადვიღუპებით.ვიმღეროთ ჰიმნიმეზღვაურთა და მოგზაურთა,ისმოდეს გრგვინვა,ისმოდეს ზარი,რომ იღუპება გემი „იმედი“.უკანასკნელად იგრიალოსმუსიკამ მარში...სალიუტი,სალიუტი,სალიუტი!ცხოვრება ჩვენი იყო მარადგრიგალთან ბრძოლა,მალსტრომთა ძირითვკრეფდით მარგალიტებს.რამდენი გვახსოვს:ხმაჩახლეჩილი ქუხილი მეხის,ხარხარი ქარის,სიმძიმე წვიმის,აგუგუნება დემონთა გუნდის,ნგრევა ღრუბლების,დალეწილი ცა!მაგრამ როდესაც ცა იყო მშვიდი,იყო მზიანი,ჩვენ გვაწუხებდა მელანხოლიადა ელეგია ნელი ზვირთების.ჩვენი თვალები სივრცეებშიეძებდნენ გრიგალს -ფრთებს - განიმედებს.და ის მოვიდა: ძლიერი, მძაფრი -და დააჯახა ზღვა ჩვენს იმედებს.სალიუტი, სალიუტი!გვიყვარდა უცხო ქალაქებიზღვის ნაპირებზე:მონტევიდეო,ბუენოს-აირეს.გვიყვარდა უდაბური კუნძულები,ალბატროსები.ღვინით რამდენი სიხარულიგემის ბაქანზეჩვენ შეგვხვედრია!მეზღვაურებო!რამდენი შეხლა და ომებიმეკობრეებთან, -და ეხლა ვიღუპებით...სალიუტი, სალიუტი:შეხედეთ!გემი აივსო წყალით...სალიუტი...სალიუტი...სალიუტი.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი