↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრთხილად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ფრთხილად, ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერასდა ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარედა ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე.და ამოსწვა სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს?მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად;ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იყავ ფრთხილად!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი