↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრინველები ზღვას გაჰკივიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
შემოდგომის ცა. ფრინველებიზღვას გაჰკივიან.ზღვას გაჰკივიან ფრინველებიუცხოდ, უმწეოდ.რაც ცა უმზეოდ - დედამიწაცდღეს იგივეა...გემიც უშენოდ იგივეა -რაც ცა უმზეოდ.
რა დიდებული, ძველებურიაივანია:აქ შეგვიძლია მოგონებაშემოვიშენოთ,ბევრი კარგი დრო ამ ადგილასგვიტარებია...რაც დღე უმზეოდ, იგივეაგემი უშენოდ...
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი