↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მშვენიერებით ვიპოვე, უცხო წალკოტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
მშვენიერებით ვიპოვე, უცხო წალკოტი და ბინა...იქ რუსთაველის სიმისთვის მზეს კალთა გადაეფინა.იქ უკანასკნელ შხეფად და ცრემლის ნაკადად დაცლილიველური ჰანგით დაჰქროდა და კვნესდა ბარათაშვილი.იქ აკაკის ხმებს ისმენდა გარინდებული მთა-ბარი...ხმებს, ქართველთ გულის სიღრმიდან შიშით და კრძალვით აღებულს,ნაზს ისე, როგორც ნაზია ზღვის სუნთქვა, ყრმობის ზღაპარი...და მსუბუქს, თითქო ზეფირის სახეცვლით გაქანდაკებულს.ამ ხმებს მასმენდენ ყრმობისას ჩემი სამშობლოს ვერხვები.იდუმალ მუდამ თან მდევდენ, მუდამ თან მდევდენ ეგ ხმები...და მეძახოდენ, სადღაც შორს - ოცნებათ ქცეულ მხარეში,მიწვევდნენ შვების მორევში და მცლიდენ სიმწუხარეში...ფრთხილად და შიშით ავიღე ჩემი ხმა გამოუცდელი,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, კიდევ ბევრი მაქვს უთქმელი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი