↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩუ, ძახილია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ჩუ, ძახილია... მხიარულობენ,აგერ... მუსიკამ დაიგრიალა,იქით ხმა ისმის... „ვაშა და ვაშა!“„ხომ გაიტანა“, „გვიჩვენა ძალა“.
ბურთს თამაშობენ, ცეკვავენ, ხტუნვენ,დავიწყებიათ სუყველაფერი,თითქოს არ ჰქონდეს რამ საზრუნავიიმისი მეტი აღარაფერი!
მე კი სულ სხვაფრივ შევსცქერი ყველასდა არც მიტაცებს მხიარულებადა შენც, ოჰ, მუზავ, გთხოვ, გევედრები,არ გადაზღუდო შენი უფლება.
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი