↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ ტალღას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
„იქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით“ნ. ბარათაშვილი
მუდამ თან მსრბოლი ფიქრი მწვავდა, ფიქრი მტანჯავდა,გამოვექეცი გულის დამწველ მშვიდ არემარეს;ნაპირი ზღვისა იმავ სევდით მშვიდად სუნთქავდა,ცას შესცქეროდა ზღვა ლაჟვარდი გულცივს, მდუმარეს.და უზრუნველადსიო ფრთამალი,თავისუფალიჰქროდა მთა-ველად.ფიქრს მისცემოდა სივრცე წყნარი, ვრცლად გადაშლილი,მზის მკვეთრი სხივი ზღვას მოწყენილს დასციმციმებდა,კამკამს სევდიანს დასცქეროდა ნორჩი ყვავილი,გედი ყივილით წრფელ მეგობრებს ცისკენ იწვევდა.არ მინდა, არა! სულს მოსწყინდა ეგ ერთფერობა,სული ეძიებს ქარიშხალს და ბობოქარ ტალღებს,მუდმივ დუმილში ვერ თავსდება ტანჯულის გრძნობადა ნაზ სიმღერას, გულში აღძრულს, ზღვას შეღაღადებს:შენს მოლოდინშიგულს ნუ მიდაგავ,დაჰკარ, დაჰქუხე,ახალო ტალღავ!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი