↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ ცისკართან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
განთიადს სძინავს ლურჯ სარეცელზე,ჯერ დილის სიო არ მოხვევია,არ დასცემია ყვავილებს ნამიდა მათ მკერდს ვნებით ჯერ არ მთხვევია.მთვარის რბილ ნათელს ფერი ელევა,ვარსკვლავთა გუნდი კლდის ირგვლივ დნებადა დამძიმებულ ნისლთა თეთრი ზღვამთის კალთებიდან დაბლა ეშვება.დარჩი, ღვთაებავ! სულს ღონემიხდილსსურს აღმადგენელ ოცნებად სწამდე,დარჩი! მსურს ჩემი უსაზღვრო ვნებითვიქანცებოდე განთიადამდე!..მომეცი მე ის უკანასკნელი,რომელსაც შენი მხურვალე გულიჯერ ვერ იცილებს... მომეცი იგი,გთხოვს, გევედრება შეყვარებული.და დავრწმუნდები მე მხოლოდ მაშინ,რომ ჩემს გარეშე ღმერთი არა ჰყავსმას, ვინაც სულის დაუნანებლადახალ ცისკართან ყველაფერს ჰკარგავს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი