↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,ო, რა ხანია,ეხლა კი შევხვდით,აგე, კაფე „მანჰატანია“.
ეხლა ჩვენ შევხვდით, ნუ უყურებდროთ უხსოვრებას,ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,ახალ ცხოვრებას!
გახსოვს ავდრები ნათესებისდა საძოვრების?ეს იყო სევდა და ბურუსიძველი ცხოვრების.
გახსოვს შორი გზა... ცდა მოგებისდა საშოვრების?ეს იყო ბნელი გვირაბებიძველი ცხოვრების.
გადავივიწყოთ - სიღარიბე,გამათხოვრება -ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,ახალ ცხოვრებას!
არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,ო, რა ხანია,ნამეტანია, მეგობარო,ნამეტანია!
ის მოგონება გავატანოთდროთ უხსოვრებას -ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,ახალ ცხოვრებას!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი