↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს.დაღონებული მივდივარ ბრბოში,ღრუბელთა შორის ისე წევს მთვარე,როგორც ცხედარი ვერცხლის კუბოში.და კაცთა ქუხილს ეხმაურებამიბნელებული ღამის სიცილი,ღამის სიცილი დასცურავს ქვეყნადათეთრებული და მოვერცხლილი.მგონია, თითქო, ბრბოდან გამოვალამაზი ქალი ცისფერ-თვალება,მე დამიძახებს და მომაბრუნებს,რომ ვუთხრა სულის ქენჯნა-წვალება;მწარე სიტყვებით ვუმღერებ მე მასსაუკუნეთგან შექმნილ სიმღერებს,სხივნართ გვირგვინებს თავზე დავადგამ,ვინც გულს მომიკლავს ან ამიძგერებს...ვეტყვი - რომ ყველა მომბეზრდა ქვეყნად,რომ დავიღალე მე ამ კუბოში.რომ მას ველოდი და მუდამ ასედაღონებული ვვიდოდი ბრბოში.
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი