↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წყნარად მისცურავს ნარნარი მთვარე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
1წყნარად მისცურავს ნარნარი მთვარე,გაღვიძებულა ცა მგლოვიარე;წყნარად მიმოქრის ნიავი ნელი,ოცნებით სავსე და უზრუნველი.წყნარად დუდუნებს წყარო ანკარა,მშვიდად მთის ჩრდილი ძირს დაიხარა;წყნარად ჩურჩულებს ტყე დაბურულიიდუმალებით გარემოცული.წყნარად ვარსკვლავნი იღიმებიან,წყნარად ჩნდებიან, წყნარად კრთებიან;მომბეზრდა კიდეც ბუნება წყნარი,მარად ჟამს მშვიდი, მუდამ ერთგვარი!
2ქარიშხალო! თუ კი სიღრმესშერჩენია ცრემლის ცვარი,გადმოინთხეს შენს თვალთაგანვით მთის კლდიდან ნიაღვარი.არას ვნაღვლობ, წარმიტაცოსკაეშანმა შენის სულისნაღვლიანის, სევდიანის,შავბედის და დაფარულის!მე ბრძოლა მსურს, დეე, მოვკვდე,იქ, სადაც სჩქეფს სისხლის ღვარი,მუდამ ნისლით დაფარულიზღვა შავი და ბობოქარი.
3ვარდზე შთენილი მიყვარდა ნამი,მიყვარდა დილის ციმციმ-კამკამი,მიყვარდა ნაზი ცისა ეთერი,მიყვარდა სხივი პირმშვენიერი.მიყვარდა მდელო გულგადახსნილი,ტურფა ზამბახი, ველზე გაშლილი;მიყვარდა მარად ნიავი მშვიდი,სუნთქვას ვავლებდი და გულს ვუხსნიდი.ბუნების წიაღს თავს ვევლებოდი,რარიგ ვსცდებოდი... რარიგ ვსცდებოდი.მიყვარდა ია, მიყვარდა ვარდი,ოჰ, მე კი... მე კი, არვის ვუყვარდი!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი