↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თანდათან ბნელდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
თანდათან ბნელდება, ბნელდება, ბნელდება,ნათელი მწუხრისა მიფრინავს სადღაცა,დასავლით ღრუბელი წითლდება, ღელდება,და ბინდში ეხვევა მინდორიც და მთაცა.დაბნელდენ ბუჩქები, ჩაბნელდენ ხევები,დანისლულ ველიდან ბრუნდება ნახირი..აღარ სჩანს ჩამალულ მნათობის სხივები,ლანდებით აივსო მდინარის ნაპირი.ძახილი არ ისმის... ცრემლს ვეღარ მივწვდები...სიცივე და ნისლი, ნისლი და სიცივე,ფრთასუბუქ ლანდებათ არ დაჰქრის წარსული.ყოველი საგანი ბნელია და მღვრივე..
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი