↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გაშლილ წალკოტში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
გაშლილ წალკოტში ნორჩ ყვავილისმოწყვეტა მსურდა,მაგრამ სერაფიმს ბედკრულისთვისესეც შეშურდა!
ყვავილს სინაზით კალთა თვისიმან დააფარადა უშფოთველი, გულწრფელობისცრემლი დაჰღვარა.
მწარე ღიმილით გესლიანიმე მას განვშორდი,და შავს ქვესკნელში განწირულადდავჰქროდი, ვძრწოდი!
ოჰ, ვის, ვის ესმის ჩემი კვნესადა ტანჯვა სულის,საუკუნეთა მსვლელობაშიგაცივებულის?
ადამიანო! ყოფნა შენიკუბოდ იცვლება,მე კი, უბედურს, თვით სიკვდილიცარ მეღირსება!
უსიყვარულოდ, უმნიშვნელოდმიჰქრიან დღენი.ოჰ, ვის, ვის ძალუძს, განიცადოსტანჯვა ესდენი?!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი