↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გაჰქრეს ბნელი ჟრიამული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
გაჰქრეს ბნელი ჟრიამული,ის რუტინა უხუცესი,ის მეფე და მემამულე,ის ბანკირი და ხუცესი!მზით აივსოს ქალაქებიდა სოფლები ახალ ყანით.გზა იქნება განაგებიარა თეთრი ხელთათმანით.სწორზე უსწორესი წყობასაქართველოს ახალ ხანის.ჰგავდეს რკინის ნებისყოფა,თვითეული ჩვენთაგანის.მხოლოდ ბრძოლის ცეცხლში ვპოვოთდღე მაღალი, დღე ფრთამალი,რომ არ დარჩეს საბოლოოდუკმარობის ნატამალი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი