↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვავილები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ყვავილებისას გვირგვინებს ვწნავდი,სატრფოს საფლავზე მიტანა მსურდა...უცებ ნიავმა წამომიქროლა...რისთვის წამართვა, რისთვის შეშურდა?
მინდვრად ყვავილთა კონა შევკარი,ჩემთვის გვირგვინის შეკონვა მსურდა,ოცნება იყო... და სინამდვილემესეც წამართვა, ესეც შეშურდა.
კუბოს ფიცრები ყვავილით მოვრთე,გულში კაეშანთ გუნდი აცურდა...სიკვდილს ვეძებდი, ის არსით სჩანდა...ყვავილიც ჩემთვის მას შურდა, შურდა.
ბუნებავ, ტრფობის წმინდა ყვავილირომ დამაბარე - ვერსად ვერ ვპოვე,ბედნიერება ჩემთვის არ არის,ბედკრული შვილი გამომიგლოვე.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი