↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყანები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
გამოჩნდა რხევა მაღალი ტანის,ნამგალით მკლავზე, მავალი ობლად,მისი სიმღერა ხმა არის ყანის,სადგურის ახლო მივარდნილ სოფლად.სიმღერა სულით ემშვიდობებაგადამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს,მზე ეხუჭება, როგორც ობობა,ნაზად დაქსელილს ხის კენწეროებს.სულმა არ იცის რა არის მონა,გზებზე ნახირი ისევ ბრუნდება.კრავებს მირეკავს სოფლის მადონა.მადონა ქოხებს დაუბრუნდება.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი