↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა მშვენიერი იყო ნამი!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!..მზე სხივს აფრქვევდა, ათასფერად ღვიოდა ნამი.შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე,ზეცის მშვენება, ზეცის სხივი, ზეცის კამკამი.
...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ზე დასცქეროდა,თითქო ცის შვილის ყოფნას ვარდზე და სიყვარულზეგანცვიფრებოდა - თვალს ლულავდა, არა სჯეროდა...
დღეს აღარ არის! წაჰყვა მზის შუქს აფერადებულს,დალია სული სიყმაწვილის ნაზ გაზაფხულზე,მაგრამ მგოსანი კვლავ იგონებს მის ნეტარ წარსულს......რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი