↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა ვქნა?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ძღვნად თავ.-ს ასულს ზ-ს
რა ვქნა, რა ვქნა, ჩემო კარგო, აბა როგორ შეგიყვარო?სიცოცხლეო, მთლად დამიშრა იმედის და რწმენის წყარო.სიო ჰქროდა, არემარეს შუაღამის რთავდა ბინდი,მე დავემხე ობლად შენს წინ და სიმწარით ავქვითინდი.ამ ქვითინით ჩემი გული სიყვარულს კი არ ეძებდა -სულ სხვა გრძნობა მწამლავდა და სულ სხვა ფიქრი მაკვნესებდა.გრძნობა, რომ ეს სიყვარულიც სიძულვილად შეიცვლებადა ფიქრი, რომ სიყვარული მუდმივი არ შეიძლება...რა ვქნა, რა ვქნა, ჩემო კარგო, აბა როგორ შეგიყვარო,სიცოცხლეო, მთლად დამიშრა იმედის და რწმენის წყარო.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი