↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
1ობოლ ფოთლებს, ნაზ ყვავილებსქარიშხალი თავზედ ივლებს;კორდი კდემით თვალებს ნაბავს,მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაბავს,ტანთგახდილი და შიშველიმთას შესჩივის: „ვერ მიშველი?“ვიღაც კვნესის, ვიღაც კვდება,ვიღაც ნისლში ინაკვთება.
2მოწყენილია მიდამო, თეთრინისლის ზღვა მინდორს გადაეფინა.გადმომიშალა სიცივე მკვეთრი,ჩემს არსებაში იპოვა ბინა.მომბეზრდა ყოფნა... სულს შეეთვისააზრი: დაფარვა ქარიშხლის ფიფქით,ვით ყრუ ძახილი უკვდავებისადროთ საზღვარს იქით,დროთ საზღვარს იქით!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი