↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო მადონნავ!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
გულატოკებით,ტკბილ ფიქრთა გზნებით,ზეშთაგონებით,ციურ ოცნებით,გაქანდაკებდა მხატვარის ხელი.მაგრამ ეს გრწამდეს,ვინც უნდ გხატავდეს,ჩემდენ სიყვარულსვერ იგრძნობს აღძრულსთუნდ ღმერთი იყვეს, თუნდ რაფაელი!ვერა, ვერ ვუცქერ გულდამშვიდებითოცნებით სავსე შენს ცისფერ თვალებს,მოვკვდებით... ერთად აღარ ვიქნებითესღა მაშფოთებს... ესღა მაწვალებს...მაგრამ რას ვამბობ.გრძნობას გავათბობდა მსუბუქ ფრთებითგადავფრინდებით,ჩემო მადონნავ, ოცნების მხარეს.იქ მე დავხატავჩვენს უკვდავ სიზმარს,იქ კვლავ მოვმართავჩემს წკრიალა ქნარს,იქ გულშივ ჩავკლავ გრძნობათ სამარეს!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი