↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მალე ფერგადაშლილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
მალე ფერგადაშლილიამწვანდება ტყე-ველი,გაიშლება ყვავილი,სურნელების მფრქვეველი;გაცოცხლდება დაფნარი,მთის მწვერვალი, ტყის პირი.და დაივლის ნარნარიგაზაფხულის ზეფირი.წყნარი სევდა მეწვევა,წამიღებს სიმთა ჟღერა,ნისლით გამოერკვევაჩემი გულის სიმღერა.ქვებს, ბალახებს დაატკბობსჰანგი თავისებური,მკაცრი, მაგრამ ლამაზი,ნაზი, მაგრამ ველური.როდი მიყვარს გულისთქმა,თუ ნაღველს არ ერევა,ათას ხმაში ჩემი ხმაამ ხმამ განაცალკევა.როდი მიყვარს გულისთქმა,თუ გულმავე არ ჰპოვა,ათას ხმაში ჩემი ხმაამ ხმამ განამარტოვა...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი