↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის ღამე (ი-ს)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ი. გრიშაშვილს
არ იძვრის ქარი, ნიავი არ ჰქრის,ბაღი ოცნების ტბაში შთანთქმულა,მთვარის ნათელი ნაზად, ვერცხლებრივცისა ტატნობზე გამოსახულა.არ იძვრის ქარი, უცხო სიზმარიდამთვრალ მიდამოს ეალერსება,მხოლოდ ნაღველი, გულის ნაღველი,ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება.ოჰ, რომ შემეძლოს სადმე ვიპოვოშესასვენები ნავსაყუდარი,მეტად მძიმეა ეკლის გვირგვინი,მეტად მძიმეა ჩემი სუდარი.სატრფო, ნუგეში და მეგობრობამწარე ღიმილით ბურუსში კრთება,ეს ნაღველი კი, გულის ნაღველი,ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება.
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი