↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის ღამე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ცელქი სიო აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს,და პეპელა, ძალმიხდილი, ჩასდნობია ვარდის ტუჩებს,მთვარე ყინვით ნაკვეთ მწვერვალს მხურვალებით ლოცავს, კოცნის,და ხანდაზმით ისმის ჰანგი გულჩათუთქულ ღამის მგოსნის.
იადონო! ერთხელ კიდევ გამაგონე ხმა გრძნეული;არა მძინავს და ყურს გიგდებ სევდიანი, იჭვნეული.ბუჩქის ძირას, ფეხაკრეფით, ახლო, ახლო მოვირბინე,გადმეშალა ფიანდაზად ძირს მინდორი მობიბინე.
არ ვიცოდი, რა მინდოდა, არ ვიცოდი, რას ვიცდიდი,ცას მხურვალედ მივაშტერდი და სიმწარით ავქვითინდი.ნიავი კი აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს,და პეპელა, ძალმიხდილი, ზედ ადნება ვარდის ტუჩებს...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი