↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის მოლოდინი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ცა პირს იხსნის... მედიდურადმთა დასცქერის დაფენილ ბარს,გაზაფხულის მოლოდინშიქარიშხლის წინ არ იხრის თავს.ხედავ, როგორ იკლაკნებაპაწაწინა ნაკადული?გაზაფხულის მოლოდინშიმასაც ლხენით უძგერს გული!მაგრამ მე რად დამეკარგასიმშვიდე და მოსვენება?ნუთუ სპეტაკ მომავალშიცარაფერი გულს არ ხვდება?მალე ველი ამწვანდება,არემარე იგრძნობს შვებას,და ყვავილთა გუნდიც უხვადგადმოაფრქვევს სურნელებას.მხოლოდ მე კი არ მომალხენსსიკეკლუცე გაზაფხულის,გულშივ ჩაჭკნა ნორჩი რწმენასიყვარულის, სიხარულის!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი