↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამსფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.
კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებსსიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს;საკმარისია შეეხო ტოტებსდა ნამი თავით კოჭამდე გივლის.
შორით კი ხვამლი მოსჩანს ცისფერი,როსმე ის ჩემი იყო ზმანება.გაივლის თვალწინ იგი სიზმარიდა რაღაც მწარედ დამენანება!
ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს,ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამსმაცოცხლებელი ეცემა ცვარი!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი