↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეჭვი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
აუსრულდა სიოს ნატვრა,ის ყვავილთა ვნებით დათვრა;გაფითრებულსვარსკვლავთ კრებულსსევდიანი მისცა კითხვა,თუ სოფელი, ვით ცივი ზღვა,რად კანკალებს,რად ვალალებს,რატომ სწამლავს ყოფნის რისხვა?დაქანცული იდგა ფიჭვი,ხორცზე იჭვი, სულზეც იჭვი,ოცნების წუთსფრთხილს და სათუთს,უშხამავდა შესაზარი, -და ფიქრობდა, თუ რათ არი,ქვეყანა რომუგრძნობმა დრომდააბერა უსაფარი?სიო მისწვდა სევდის წალკოტს,ზედ დააკვდა ფიჭვის ნაზ ტოტს.და ფიქრის დროსობოლ წყაროსსევდიანი მისცა კითხვა,თუ სოფელი, ვით ცივი ზღვა,რად კანკალებს,რად ვალალებს,განა არ სჯობს -შეგვიყვაროს?
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი