↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეხლა დამშვიდდა საქართველო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
I. წინასიტყვაობა
სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება რკინის ანგელოზს.მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოვებდა ზეშთაგონებათვით მურილიოს, კაელიოს, მიკელანჯელოს;პოეტი მასსა, ხალხთა კოშკის მზეს უწინარეგადასცქეროდა ბოროტებას განარიდები -თვალუწვდენელი ორმოები, სისხლის მდინარედა ტრანშეების ლაბირინტები.
სად იყო სმენა და გაგონება?გაქვავებული ატირდება თვითონ ნიობა,არა ცრემლები, არა შიში და დაღონება,არამედ შურისმძიებელი კაცობრიობა.დახოცილ ჯარის ანთებული იდგა მონბლანიდა მას სიმაღლეს უმატებდა ომის ბრჭყალები,მაღლით ყუმბარებს მას უშენდა ჰაეროპლანი,როცა ლპებოდენ გოსპიტალები.
და კარპატების გზა ხელ-უხლები,როგორც მასსივი უძველესი და ანტიური,რას იფიქრებდენ, რომ მის გულზე, ვით მუხლუხები,მოვლენ ტანკები - საიდუმლო გიგანტიური.იადააორმის სუნი იდგა. წვიმა ჩქარ-ჩქარი.წითელი ჯვარი მაგიურად ქრის ვაგონებად.ზარბაზნის ქუხილს ახარებდა მეხის ხარხარი.არ იყო სმენა და გაგონება.
ღამით გუნდები პროპელლერის გუნდს ანეკტარებს,ვის არ უგრძვნია საიდუმლო იმ პროპელლერის,ღრუბლებს სინჯავდა, როგორც თითი, გზა პროჟეკტორის.ოქრო მორგანის და როკაელლერის,ეს იყო ცაში ქანაობა ცეცხლის ტოტების,როცა ძმის ძმაზე უნდობელი ქრის იერიში,თავბრუდახვევის, სისასტიკის, გაბოროტებისდა უგონობის სიძლიერეში.
ცეცხლით და ხმალით დახოცილით გზა იფინება,ყრუ ტრიუმფები მიდიოდენ ომის მიერი -სასტიკი იყო სოფლად ცეცხლის აბიბინება,მკვდარი სხეული, მაინც ნაზი და მშვენიერი.რამდენი ჩალპა კარპატებში ეს სხეულებიდა ხევი ჟამად ქარს და ყორნებს რომ მიანებეს.არ მოშორდება მათი სისხლის არხეულებიგაბოროტებულ ადამიანებს.
ვის არ უნახავს: სატირალი და საშინელიიმ ველებიდან ქალაქების მტვერში ჩაჭრილი,მახინჯი სახით, აბეზარი და საშინელიუკანასკნელი აგონიით კვნესის დაჭრილი.დადის ყვითელი, დაღალული, გაფითრებულიროგორც სიკვდილის საიდუმლო, როგორც მორგები,საუკუნო წვით სამუდამოდ სახიჩრებულიმხოლოდ ჩონჩხები, მხოლოდ მორგვები.
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი