↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის დღე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,როგორ ირხევა გაძარცული ტყე...შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი.
სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,გამოუთქმელი მიტაცებს შვება.რა არის იგი - ბედნიერებითგამოწვეული უბედურება,თუ უბედობა სიმწარე-ვნებით?
დამშვიდდი, გულო, შეგიყვარდებავინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!წავა დღეები უსიხარულო,ისევ აღდგება გამქრალი ვნება,ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!
წავიდა, გაჰქრა... ვერ შევეკითხე,რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა...გამიქრა სულის ოცნება წმინდა...ილულება მზე, იძარცვება ტყე...შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი