↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავსგანუსაზღვრელი,ვარსკვლავთა შორის, სხივთა ტბაშიარა მყავს ტოლი.ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდებანიავი ნელი.ვიტყვი და თრთოლვად გადიქცევავერხვის ფოთოლი.მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარყოვლისმოქმედი,არე-მიდამო ნეტარებისცრემლით ივლება,ჩემს ხელში არის მაშინ ჩემიმძვინვარე ბედი,ქვეყნად ყოველი არსის სულიმემორჩილება.ეს მაშინ არის, როცა აზრიმიჰქრის შორს, შორს, შორსდა ლტოლვა გულში დაგუბულიეძლევა შვებას,ირგვლივ ვერ ვხედავ ჩემს თანაბარსდა ვისმეს ჩემს სწორს,რომ ამგვარადვე ეძლეოდესტკბილ-ნეტარებას.ვხედავ, მიფრინავს იქ, სადღაცანისლი უსახო,ვგრძნობ, რომ მის ტალღას, ერთხელ ჩემს მძლევს,გააპობს მკერდი,ო, უძლეველო დიდო წამოშემოქმედების,ეხლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნიახალი ღმერთი!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი