↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.
სასტიკია სული უამინდოთა,განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი