↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოსალმება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,პირიმზე, ჩრდილი რაზედ გფენია?მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,შენ მაინც რაზედ მოგიწყენია?ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გულიეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?რომ ვერასოდეს კვლავ ვერ გიხილავთდა სამუდამოდ გემშვიდობებით?დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნებაჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი