↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამონაკლისი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ცეკვაში თითქო ფრთებიაშენი ხელების მტევნები;მე თვალს გადევნებ, მე მხოლოდოცნებით დაგედევნები...ახალგაზრდობა შენს ირგვლივფერად ფერხულში ჩაება,შენთვის უცხოა დარდი დაგულგამყინველი ვაება.ახალგაზრდობას შენს ირგვლივსაამური აქვს მსვლელობა,(სადღაც კი თვალებს აცეცებსგულგამყინველი მკვლელობა).ახალგაზრდობას, რომელმაცშენ აღტაცება დაგარქვა,არ განუცდია, რა არისგულგამყინველი დაკარგვა.და ფრთები, მხოლოდ ფრთებიაშენი ხელების მტევნები,ეგ სიხარული, ეგ ღიმი,ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.სხვისთვის კი ბედმა არც ვარდი,არც გაღიმება ინება,გიცქერ და გულნაღვლიანადწარსულზე გამეცინება.რად ვერ ისწავლეს ღიმილიდა თავისთავის დანდობა,საკუთარ ხელით რად მოჰკლესთავისი ახალგაზრდობა?
გიცქერ და ვფიქრობ, მზიანო,გიცქერ და გულით ვევნები -რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებიაშენი ხელების მტევნები.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი