↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალუწვდენელი, დაუსაბამო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,ჩუმი, მყუდრო და სევდიანი იყო საღამო.თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,ღრუბელთა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველიდა მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი