↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველაფერმა იცვალა ფერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმაიცვალა ფერი,ვარდ-ყვავილებით მოიქარგაწყაროს ნაპირი.მზისა სხივებით აფერადდაცისა ეთერი,ჭალაზე მწყემსის აღუღუნდამწუხარე სტვირი...წყნარმა ოცნებამ არემარეგარემოიცვა,შეამკო იგი ყვავილებითდა მორცხვი ვნებით,ვით მოჩვენება - გაზაფხულიდაეშვა ქვეყნად.გაასვენებენ შემდეგ ცხედარსამ გვირგვინებით.გავყვები ვარდებს თავდახრილიდა მოწყენილი.გული - გულია, კვლავ სიცოცხლითრომ ავათრთოლო.ყველა გათავდა, ყველაფერმაიცვალა ფერი.მარტო დარდთა ჩემთ უცვლელობასარ უჩანს ბოლო.
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი