↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სჩანს, ახლოა ქარიშხალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ცა ღრუბლებით დაიბურა,მზე მინელდა სხივმიმქრალი,სჩანს, ახლოა აღელვება,სჩანს, ახლოა ქარიშხალი!სიო არ ჰქრის, მაგრამ მაღლააშრიალდა ხის მწვერვალი,სჩანს, ახლოა აღელვება,სჩანს, ახლოა ქარიშხალი!მძლედ დაჰქროლე, ქარიშხალო,ააღელვე მთა და ბარი,ეს სიჩუმე მე გულს მიკლავს,სხვა ძალა მსურს, სხვა სიზმარი!
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი