↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოღვიძება

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10700 ნახვა

—
...ან რატომ მიკვირს,სად მიპოვეს,ან აქ რად დამსვეს ცოცხლად,თითქოსდა არასოდეს ვყოფილვარ მკვდარი...მე გავლილი მაქვს ეს სიცოცხლე და ის სიკვდილი,თავის უცნაურ თამაშებით, მზითა და მთვარით.
მადლობელი ვარ,რადგან სიტყვა შემომაშველე,მშობლიურია,იმ მურდალზე ასჯერ სანდოა,ვინც დღედაღამე შხამს აგროვებდა,და სიძულვილმა რომ ასაზრდოვა.
მე ფურცელ-ფურცელ ვიმოგზაურებ,და ისე,გამვლელს როგორც შეჰფერის,ღამით მთვარის დადღისით მზის სხივიიქნება ჩემი სანიშნებელი.
და შენ შემინდე,როდესაც სიტყვითვეძებ, ვპოულობ, შეგრძნებას ახალს,ისე, როგორც მე,შენც ამ მიწაზეცოდვა-მადლს შორის ბორძიკით დახვალ.
ყური დამიგდე, მშიერო ძმაო,რომ დაიღალე და აღარ იცი,რომ მეტი დარდი არის მიწაზეშემოსაზღვრული უფრო მყარი ცით...
ჩუმად ვაგრძელებ სხეულის გახდასდა ალბათ, სულ რომ განვიძარცვები,ამოიხედავს ჩემი გულიდანქარით ნათესი ხორბლის მარცვლები,სადმე ყაყაჩოც გამოერევა,გაუბრწყინდება თვალი ნამცვრევი...
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი